სულ ნაპოვნია 0 შეთავაზება
კითხვა-პასუხი
ერთგული ქულების დაგროვება ხდება სავაჭრო ობიექტში თიბისი ბანკის ფიზიკურ პოს ტერმინალზე ბარათით სტანდარტული გადახდისას.
ყველა სავაჭრო ობიექტში თიბისი ბანკის პოს ტერმინალზე ბარათით გადახდისას. უფრო მეტი ქულების დაგროვება შესაძლებელია ერთგულის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში, ერთგული შეთავაზებების ფარგლებში.
უნაღდო ანგარიშსწორებით დაგროვილი ქულების დარიცხვა მოხდება ყოველდღიურად;
საკრედიტო ბარათებით :
პრაიმ/ერთგული ბარათი კლასიკი
პრაიმ /ერთგული ბარათი გოლდი
პრაიმ/ერთგული ბარათი პლატინუმი
პრაიმ/ერთგული ბარათი სიგნიჩა
საკრედიტო უკონტაქტო სტიკერი
სადებეტო ბარათებიდან - ნებისმიერ პლასტიკურ ბარათზე ერთგულის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში არსებული კონკრეტული შეთავაზების მიხედვით.
ყველაზე მეტი ქულის დაგროვება შესაძლებელია:
- Signature-ის ტიპის პრაიმ/ერთგული ბარათით
მხოლოდ Visa Signature-ის ტიპის ერთგული ბარათით ტრანზაქციისას ქულების მიღება შეგიძლიათ როგორც თიბისი ბანკის, ასევე საქართველოში მოქმედი ბანკების პოს ტერმინალშიც.
იმ შემთხვევაში, თუ გააუქმებთ ბარათით შესრულებულ ტრანზაქციას (ე.წ. რევერსალი), არსებული ქულების ნაშთიდან ჩამოიჭრება მოცემულ ტრანზაქციაზე გადახდისას დარიცხული ქულების ოდენობა.
ქულების მოცულობა არ არის შეზღუდული, გარდა ბენზინის სექტორისა.
დაგროვილი ქულების გამოყენებით ნივთის/სერვისის შეძენისას ქულა არ გროვდება.
ქულების გადარიცხვა, ან ნაღდი თანხით გამოტანა არ არის შესაძლებელი.
დაგროვილი ქულების გამოყენება შესაძლებელია ერთგულის პარტნიორ სავაჭრო ობიექტში.
ერთგულის პარტნიორ სავაჭრო ობიექტში აფიქსირებთ საქონლის ქულებით შეძენის სურვილს; ობიექტის მოლარე თიბისი ბანკის ტერმინალის მენიუში ირჩევს ქულებით გადახდის ფუნქციას; აფიქსირებს გადასახდელი თანხის ოდენობას; სტანდარტული გადახდის მსგავსად, ნებისმიერ პლასტიკურ ბარათს ადებთ ტერმინალს და შეგვყავთ ბარათის პინ კოდი.
შეგიძლიათ ნებისმიერი ოდენობის ხელმისაწვდომი ქულების გამოყენება, ბალანსის ფარგლებში.
შეგიძლიათ ნივთი/სერვისი შეიძინოთ ნაწილობრივ ქულებით და ნაწილობრივ თანხით.
ქულების თანხაზე გადაცვლა არ არის შესაძლებელი.
სტანდარტული გადახდისას დაგროვებულ ქულებს ვადა აქვს, მისი დაგროვება/დარიცხვის დღიდან მომდევნო წლის ბოლომდე. მაგ. კლიენტმა სტანდარტული გადახდისას ქულები დააგროვა 2019 წლის იანვარში.დაგროვებულ ქულებს ვადა ექნება 2020 წლის ბოლომდე.
აქციების და სპეციალური კამპანიების შედეგად დაგროვებულ ქულებს, შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული, აქციის პირობების შესაბამისი ვადა. (კლიეტს წინასწარ ეცნობება ინფორმაცია მოკლევადიანი ქულების შესახებ.)
ქულების გამოყენების ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე, მიიღებთ შემახსენებელ SMS შეტყობინებას (შესაბამისი ქულების ოდენობისა და ვადის გასვლის თარიღის მითითებით).
ერთგულის პროგრამიდან გასვლის შემთხვევაში, თქვენ მიერ დაგროვილი ქულები ანულირდება.
თუ კვლავ ჩაერთვებით ერთგულის პროგრამაში, მანამდე დაგროვილი, და გაუქმებისას ანულირებული, ქულები არ აღდგება.
ქულების ნაშთის შემოწმება შეგიძლიათ შემდეგ არხებში: ერთგულის ვებგვერდი, ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი, ბანკომატი, SMS. ასევე, 2727-ზე სიტყვა „ერთგულის“ გაგზავნის შემთხვევაში, მიიღებთ ინფორმაციას მიმდინარე ნაშთის შესახებ.
ერთგულის ვებგვერდზე, კერძოდ შეთავაზებების გვერდზე.
ერთგულის პარტნიორი ობიექტებისა და ბანკის მიმდინარე შეთავაზებები. ამავე გვერდზე, შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას თავად ობიექტების შესახებაც.
ქულების დახარჯვა შესაძლებელია მხოლოდ ერთგულის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში.
ერთგულის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში შეგიძლიათ ისარგებლოთ ქულების დაგროვების, ქულების დახარჯვისა და უპროცენტო განვადების შეთავაზებებით.
ქულების დაგროვება შესაძლებელია ყველა სავაჭრო ობიექტში, სადაც არის თიბისი ბანკის პოს ტერმინალი მხოლოდ Visa Signature-ის ტიპის ერთგული ბარათით ტრანზაქციისას ქულების დაგროვება შესაძლებელია როგორც თიბისი ბანკის, ასევე საქართველოში მოქმედი ბანკების პოს ტერმინალშიც.. ერთგულის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში შეთავაზებების ფარგლებში, დააგროვებთ უფრო მეტ ერთგულ ქულას.
ერთგულის ვებგვერდზე პარტნიორებისა და შეთავაზებების ჩამონათვალი მუდამ მზარდი და განახლებადი იქნება.
ერთგულის პარტნიორ სავაჭრო ობიექტში შესაძლებელია განვადებით, ან ქულებით გადახდის გაუქმება, რის მერეც სრულად დაგიბრუნდებათ ჩამოჭრილი თანხა, ან ქულა.
ერთგულის პარტნიორების მისამართები მოცემულია ერთგულის ვებგვერდზე - კონკრეტული შეთავაზების დეტალების გვერდზე.
- ერთგულ ბარათებს ერიცხება ყველაზე მეტი ერთგული ქულა თიბისის ყველა ტერმინალზე, ხოლო ერთგული სიგნიჩას ერიცხება ყველაზე მეტი ერთგული ქულა საქართველოში მოქმედი ბანკების ყველა ტერმინალზე
- ერთგული ბარათის აღება შესაძლებელია ონლაინ, ფილიალში მისვლის გარეშე
- მრავალფეროვანი და მუდმივად განახლებადი შეთავაზებები
ბარათი განკუთვნილია მხოლოდ რეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის, მათ შორის ინდ. მეწარმეებისთვის;
- ბარათის მფლობელი შეიძლება იყოს, ან არ იყოს ბანკის მომხმარებელი;
- მსესხებლის ასაკი: 20 - 75 წელი;
- სამუშაო გამოცდილება: მინ 3 თვე;
- მინიმალური ხელფასი: 100 ლარი
ბარათის ტიპი - ჩიპური Visa Classic / Visa Gold / Visa Platinum / Visa Signature
ერთგული ბარათის ვადა 4 წელია.
- საკრედიტო ლიმიტის ვადა - 65-ს მინუს მსესხებლის ასაკი;
- მას შემდეგ, რაც მომხმარებლის ასაკი მიაღწევს 65 წელს, წყდება საკრედიტო ლიმიტის ათვისება და აუცილებელია დავალიანების სრულად დაფარვა.
ბარათზე საკრედიტო ლიმიტის დასმა ხდება მხოლოდ ლარში.
ბარათზე დასაშვებია დადებითი ნაშთი.
- ჯამური ლიმიტი, რომლის გამოყენება სრულად შეიძლება უნაღდო ანგარიშსწორებისთვის, ფიზიკურ და ვირტუალურ (e-commerce) პოს ტერმინალებში.
- განაღდების ლიმიტი - ჯამური ლიმიტის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია თანხის განაღდება და სხვა ისეთი ტრანზაქციების გაკეთება, რომელიც არ არის დაკავშირებული სავაჭრო ობიექტში არსებული თიბისი ბანკის ტერმინალთან.
- პირველი წლის საკომისიო იჭრება ბარათით პირველი ტრანზაქციის შესრულებისას;
- ყოველი მომდევნო საკომისიო იჭრება ბარათის დამტკიცებიდან ყოველი სრული წლის გასვლის შემდეგ.
შენიშვნა: აღნიშნული საკომისიო, ნაშთის შემოწმებისას, ჩანს ბლოკირებულად. მაგ.: თუ კლასიკ ბარათზე დაშვებული ლიმიტი 1000 ლარს შეადგენს, მაშინ ბარათზე ნაშთის შემოწმებისას, ხელმისაწვდომ თანხაში გამოჩნდება 960 ლარი.
- ბარათის გამოყენების გარეშე, წლიური საკომისიოს (არც პირველის და არც მომდევნო წლების) ჩამოჭრა არ ხდება;
- როგორც კი მოხდება ბარათის გამოყენება, მაშინ ჩამოიჭრება დაგროვილი წლიური საკომისიოები.
მაგალითი: თუ ბარათი გამოიყენეთ აღებიდან მე-3 წელს, მაშინ ბარათით პირველი ტრანზაქციისას, ერთდროულად მოხდება 3 წლის საკომისიოს ჩამოჭრა.
Visa Signature ერთგული საკრედიტო ბარათი არის კონცეპტის 360 ნაკრების შემავალი პროდუქტი, რომელსაც ცალკე წლიური მომსახურების საკომისიო არ გააჩნია.