სულ ნაპოვნია 0 შეთავაზება

ერთგულის პროგრამა

ლოიალობის პროგრამა ერთგული

 

ერთგულის ლოიალობის პროგრამაში ჩართვა შეუძლია თიბისის ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც სარგებლობს ან ისარგებლებს თიბისის სადებეტო ან საკრედიტო ბარათით;

ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, ერთგული ბარათით ქეშბექის დაგროვება შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ სავაჭრო ან ელექტრონულ ტერმინალზე.

ხოლო ერთგულის 350-ზე მეტ პარტნიორ კომპანიაში თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი ქულა გროვდება.

მომხმარებელი, რომელიც არ სარგებლობს საკრედიტო ბარათით, სადებეტო ბარათითაც შეძლებს ერთგული ქულების დაგროვებას.

პროგრამის ფარგლებში ქეშბექი გიბრუნდება, როგორც ძირითად, ასევე მასზე მიბმულ დამატებით ბარათებზე;

ლოიალობის პროგრამა არ ვრცელდება ბიზნეს ბარათებზე;

ლოიალობის პროგრამით სარგებლობისთვის არ არის საჭირო დამატებითი რეგისტრაცია, თიბისის ნებისმიერი მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ლოიალობის პროგრამაში.

ერთგულ ბარათზე დარიცხული ქეშბექის % დამოკიდებულია საკრედიტო ბარათის ტიპზე:

პრაიმ/ერთგული ბარათი სტანდარტი - 0.5%

პრაიმ/ერთგული ბარათი კლასიკი - 0.5%

პრაიმ /ერთგული ბარათი გოლდი - 0.75%

პრაიმ/ერთგული ბარათი პლატინუმი - 1%

პრაიმ/ერთგული ბარათი სიგნიჩა - 2%

 

ქეშბექი

ლოიალობის პროგრამის ფარგლებში თიბისის მომხმარებელს ქეშბექი დაერიცხება თიბისის სავაჭრო და ელექტრონულ ტერმინალებზე, ბარათით გადახდის შემდეგ, ტრანზაქციის დამუშავებისთანავე.

საბარათე ტრანზაქციისას დარიცხული ქეშბექის მაქსიმალური მოცულობა შეზღუდული არ არის, გარდა ბენზინის კატეგორიისა;

07.02.2022-დან ბენზინის კატეგორიაში ერთ ტრანზაქციაზე დარიცხული ქეშბექის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 10 ლარს;

დაგროვილი ქეშბექის აკუმულირება მოხდება კლიენტის ვირტუალურ, ლოიალობის ქეშბექის ანგარიშზე;

დარიცხული ქეშბექი დამრგვალდება მეასედებამდე;

ტრანზაქციის გაუქმების (რევერსალის) შემთხვევაში, დაგროვილი ქეშბექიც ჩამოიჭრება;

წამახალისებელი პროექტის/პროგრამის განხორციელება, აგრეთვე  წამახალისებელი პროექტის/პროგრამის ფარგლებში კლიენტის კუთვნილ პლასტიკურ ბარათებზე ქეშბექის დარიცხვა და/ან განაღდება არ წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას და შესაბამისად არ წარმოშობს კლიენტის უფლებას მოსთხოვოს ბანკს რაიმე სახის ვალდებულების შესრულება წამახალისებელ პროექტთან/პროგრამასთან/ქეშბექის დარიცხვასთან / განაღდებასთან დაკავშირებით.

ბანკი უფლებამოსილია საეჭვო და ბიზნეს საქმიანობის მიზნით განხორციელებული ტრანზაქციის შემთხვევაში მომხმარებელს არ დაარიცხოს საბარათე გადახდის / წამახალისებელი აქციის შედეგად დაგროვილი ქეშბექი და/ან შეზღუდოს ბარათზე დარიცხული ქეშბექის განაღდება / გააუქმოს დარიცხული ქეშბექი;

ბანკისათვის მინიჭებული ეს უფლებამოსილება, ბანკს შეუძლია ასევე გამოიყენოს იმ შემთხვევაშიც, თუ კლიენტი ბარათს, რომელზეც ირიცხება ქეშბექი, იყენებს სამეწარმეო მიზნობრიობით.

 

ლოიალობის ანგარიშიდან ქეშბექის განაღდება

დაგროვილი ქეშბექის გამოყენებამდე საჭიროა ლოიალობის ანგარიშიდან ქეშბექის თანხის საკუთარ საბარათე ანგარიშზე გადარიცხვა.

დაგროვილი ქეშბექის გამოყენება შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ.

დაგროვილი ქეშბექის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ Pos და Ecomm ტერმინალზე.

 

ქეშბექის სარგებლობის ვადა

დაგროვილი ქეშბექი უვადოა.

 

ინფორმაცია ქეშბექის შესახებ

დაგროვილი ქეშბექის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგი არხების საშუალებით:

ციფრული ბანკი;

სატელეფონო სერვის ცენტრი;

ფილიალი.

 

SMS-ით კომუნიკაცია

ყოველი თვის პირველ კვირაში პროგრამაში მონაწილე მომხმარებლებს  მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS-ით) ეცნობება წინა თვეში დაგროვებული ქულების რაოდენობა.

ქეშბექის გადახდის შემთხვევაში მომხმარებელი SMS-ით მიიღებს განაღდებული და ხელმისაწვდომი ბალანსის შესახებ ინფორმაციას.

 

ertguli.ge-ზე შესძლებელია:

  • ერთგულის პარტნიორი ობიექტებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
  • საკრედიტო ბარათი ერთგულის განაცხადის შევსება.

ციფრული ბანკი:

  • მიმდინარე ბალანსის და დაგროვილი ქეშბექის ამონაწერის ნახვა;
  • ერთგულის პარტნიორი ობიექტებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
close icon search icon arrow